
ქრისტინა ბერუაშვილი
მსახიობი
დაიბადა 1990 წლის 20 მარტს თბილისში.
დაამთავრა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (მედია ხელოვნების ფაკულტეტი, სპეციალობა მულტიმედია დიზაინერი).
დაამთავრა შ.რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო განყოფილება.
2018 წლიდან - გრიბოედოვის თეატრის მსახიობი
როლები სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში "თეთრი თალგა":
ჯულიეტა - ვ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (რეჟ. გ. რატიანი)
ენი - "დეიდა ჩარლი" (რეჟ. დ. კობახიძე)
ნუნუ - ნ.დუმბაძის „თეთრი დროშები“ (რეჟ. დ. კობახიძე)
ჯარისკაცის გოგონა - "ერთი ჯარისკაცი იყო" (რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე)
მოახლე - "რთული სიყვარული" (რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე)
როლები გრიბოედოვის თეატრში:
კ.სმედსის „გაყინული სურათები" (რეჟ. ჯ. იუტინენი, ფინეთი)
ბანდერლოგი – რ.კიპლინგის „მაუგლი“ (რეჟ. ვ. ნიკოლავა)
ფიფქი - "ახალი საშობაო ზღაპარი" (რეჟ. ვ.ნიკოლავა)
ცხენი - პ.ერშოვის "კუზიანი კვიცი" (რეჟ. ვ. ნიკოლავა)