top of page



მირიან შელიძე
მხატვარი
მხატვარი, თეატრის დეკორატორი. საქართველოს სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1975 წლიდან მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც არის მთავარი მხატვარი.
წარმატებით თანამშრომლობს საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალ თეატრთან.
გრიბოედოვის თეატრში შექმნა სპექტაკლები: „ჩვენი კერის მცველები“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი, 2008 წ.), „ოსტატი და მარგარიტა“, „გეტო“,
"მაიაკოვსკი", "ქორწინება", "ზღაპარი ცარ სალტანზე", "ხოლსტომერი. ცხენის ისტორია“, „რევიზორი“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი), „ალუბლის ბაღი“ (რეჟ. ა. იენუკიძე), „უფროსი შვილი“, „მოჰკალ მამაკაცი“, „მოთამაშეები“ (რეჟ. გ. მარგველაშვილი) და სხვ.
bottom of page