
გრიბოედოვის თეატრის საგასტროლე ტურნე ესტონეთსა და ლატვიაში!

გრიბოედოვის თეატრის საგასტროლე ტურნე ესტონეთსა და ლატვიაში!
25 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, გრიბოედოვის თეატრი მიემგზავრება გასტროლებზე ესტონეთში (ტარტუ, იიხვი) და ლატვიაში (რიგა, დაუგავპილსე), სადაც ნაჩვენები იქნება შემდეგი სპექტაკლები: "შინელი", "ალჟირი" და "კარლსონის თავგადასავალი".
- "ესტონეთში დიდი სიამოვნებით მივდივარ - განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა, ესტონეთის წამყვან გაზეთთან Рostimees-თან ინტერვიუში. - მე ძალიან მიყვარს ესტონეთი, ჯერ კიდევ იქედან რაც თქვენთან დავდგი სპექტაკლი. მიყვარს ესტონელი ხალხი- საოცრად კარგები არიან, არაჩვეულებრივი მაყურებელი გყავთ, რომელიც არა მარტო ყველა სიტყვას იგებს, არამედ ყველა ასოს შეიგრძნობს სპექტაკლის მსვლელობისას. ის რომ ესტონელები ცივები არიან, ეს მოჩვენებითია, პირიქით, ძალიან ცეცხლოვანი ხალხია - თანაგრძნობის და გვერდში დგომით გამორჩეული, ტემპერამენტიანი. მე ეს დანამდვილებით ვიცი."
შეგახსნებეთ, რომ ავთანდილ ვარსიმაშვილის შემოქმედებას ძალიან კარგად იცნობენ ესტონეთში. 2014 წელს მან საოცარი წარმატებით დადგა სპექტაკლი ქალაქ ტარტუში - "მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!"
წარმატებებს ვუსურვებთ გრიბოედოვის თეატრის დასს!
