top of page
pexels-pixabay-235985_edited.jpg

ა.ლ.ჟ.ი.რ.ი

ალჟირი

აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის

დოკუმენტური დრამა ერთ მოქმედებად

დამდგმელი რეჟისორი და სასცენო ვერსიის ავტორი - ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის და კ.მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი

მხატვარი - მირიან შველიძე, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

მუსიკალური გაფორმება - ელისო ორჯონიკიძე

სპექტაკლში მონაწილეობენ:

ირინა მეღვინეთუსუცესი, კ.მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი

ინა ვორობიოვა

ნატალია ვორონიუკი

ნინო კიკაჩეიშვილი

მარიამ კიტია

სოფიო ლომჯარია

ანა ნიკოლავა

პრემიერა გაიმართა 2017 წლის 28 აპრილს

***

დოკუმენტური დრამა “ალჟირი” საბჭოთა ეპოქის ერთერთი ყველაზე საშიში ადგილის - სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკის ქრონიკაა. “ალჟირი”, სწორედ, ასე უწოდებდნენ 80 წლის წინათ დაარსებულ “არქიპელაგ გულაგის” სამი “კუნძულიდან” ერთერთს. აქ გადასახლებაში იმყოფებოდნენ სსრკ შსსკ-ის 1937 წლის 15 აგვისტოს № 00486 ბრძანების საფუძველზე, როგორც სამშობლოს მოღალატეთა ოჯახის წევრები. ამ ტრაგიკულ მონათხრობს საფუძვლად უდევს უტყუარი დოკუმენტური ფაქტები: ოქმები, ფოტოები, წერილები და მოგონებები… სპექტაკლი მოგვითხრობს «ალჟირის» პატიმარ ქალებზე საქართველოდან, მათ ცხოვრებასა და ბედზე, ტანჯვაზე, ოცნებებზე, გაცრუებულ იმედებზე.

სპექტაკლი “ალჟირი” საქართველოს და ქართული თეატრის ისტორიაში პირველია, რომელიც მხატვრულ-დოკუმენტალურად ასახავს იმ ეპოქას, როდესაც სრულიად უდანაშაულო ქალები ექვემდებარებოდნენ რეპრესიებს. მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ისინი იყვნენ “სამშობლოს მოღალატეების” ცოლები - დაჭერილების, გადასახლებულების, დახვრეტილების… “ალჟირის” კედლებში სასჯელს იხდიდნენ საქართველოში ცნობილი ოჯახების რეპრესირებული წევრები: მწერალი ბორის პილნიაკის მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი, დირიჟორ ისევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი, კინორეჟისორ ლევ კულიჯანოვის დედა ეკატერინე კულიჯანოვა, მწერალ ბულატ ოკუჯავას დედა აშხენ ნალბანდიანი, მწერალ ნოდარ დუმბაძის დედა ალექსანდრა (ანა) დუმბაძე-ბახტაძე და ბიცოლა თამარ დუმბაძე... ბანაკში სასჯელი მოიხადა 8 ათასამდე ქალბატონმა, რომელთაგანაც 281 ქალბატონი საქართველოდანაა. თუმცა, ეს სიაც არ არის სრული...


bottom of page