
სლავომირ მროჟეკი
ემიგრანტები
კომედია
პოლონურიდან თარგმნა - ლეონარდ ბუხოვმა
როლებში:
AA - ვასილ გაბაშვილი
XX - დიმიტრი სპორიშევი
დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი - ავთანდილ ვარსიმაშვილი
რეჟისორი - სლავა ნათენაძე
მხატვარი - ნატალია კობახიძე
მუსიკალური გაფორმება - ელისო ორჯონიკიძე
რეჟისორის თანაშემწე - ეკატერინე ფანჯიკიძე
პრემიერა შედგა 2022 წლის 24 ნოემბერს
***
„ადამიანი ცხოვრობს აბსურდში“ - წერდა, ლეგენდარული პოლონელი დრამატურგი სლავომირ მროჟეკი. მისი პიესა „ემიგრანტები“,რომელიც დაიწერა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, იქცა მისი დროის პერსონიფიკაციად და დღევანდელობაშიც არ კარგავს აქტუალობას.
სიცილი, ცრემლები, სამშობლოს მონატრება, ოცნება უკეთეს ცხოვრებაზე, ირონია, გულწრფელობა - ფინალში ეს ყველაფერი აღარ არის და არც გამარჯვებული არ გვყავს!
AA და XX კამათობენ, ერთმანეთს უმტკიცებენ თავიანთ სიმართლეს. მათ ერთმანეთისგან აშორებთ მცნება - „თავისიანი - უცხო“. დავა სცილდება ემიგრანტების პრობლემებს და ეხება მარადიულ კითხვებს: იცხოვრო, როგორც ყველა, თუ ყველაფერში ეძიო ცხოვრებისეული აზრი?
ემიგრანტების თემის აქტუალურობის ვერასოდეს გადააჭარბებ. ვინ ვარ მე ამ სამყაროში? სად არის ჩემი ადგილი? ცხოვრება გაიძულებს გარიგება დადო საკუთარ სინდისთან, კომპრომისზე წახვიდე საკუთარ პრინციპებთან, მაგრამ პიესის გმირები, ამ კითხვებზე პასუხს თითოეული ჩვენთაგანიდან ითხოვენ...
სლავა ნათენაძე






