top of page
pexels-pixabay-235985_edited.jpg

მოთამაშეები

ნიკოლაი გოგოლი

მოთამაშეები

კომედია ერთ მოქმედებად

დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - გიორგი მარგველაშვილი

დამდგმელი მხატვარი - მირიან შველიძე, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

კოსტუმების მხატვარი - ნატალია კობახიძე

ქორეოგრაფი - დავით მეტრეველი

ილუზიონური ნომრების დამდგმელი - ზურაბ ვადაჭკორია

რეჟისორის თანაშემწე - ეკატერინე ფანჯიკიძე

პროექტი განხორციელდა ქ.თბილისი მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მიერ

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

იხარევი - არჩილ ბარატაშვილი

უტეშიტელნი - აპოლონ კუბლაშვილი

შვოხნევი - ვლადიმერ ნოვოსარდოვი

კრუგელი - სლავა ნათენაძე

გლოვი-მამა - ვალერი ხარიუტჩენკო

გლოვი- ვაჟი - დიმიტრი სპორიშევი

ზამუხრიშკინი - მიხეილ არჯევანიძე

მოახლე - ნინა კალატოზი

გავრიუშკა - ვასილ გაბაშვილი

პრემიერა შედგა 2016 წლის 19 ნოემბერს

***

გიორგი მარგვრლაშვილის სპექტაკლი - ეს მარადიული და ამიტომაც ძალიან თანამედროვე ისტორიაა იმაზე, გოგოლის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყოველთვის მოიძებნება თაღლითი, რომელიც შენზე მეტს ითაღლითებს“.

„მაყურებელი ნახავს იმას, რაც მუდმივად ხდება მის ცხოვრებაში, - ამბობს რეჟისორი. - ყოველოვე ჩვენთაგანი შეიძლება მოხდეს იმავე სიტუიაციაში, რომელშიც აღმოჩნდება იხარევი. ნებისმიერ ადამიანს ამა თუ იმ წილად სჩვევია თაღლითობა. ნებისმიერი ადამიანი სხვადასხვა სიტუაციებში, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ცდილობს და ყოველთვის შეეცდება ითაღლითოს, ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება. და ჩვენ ხან აღმოვჩნდებით ხოლმე იმის ადგილას, ვინც თაღლითობს, და ხან იმის, ვინც მოატყუეს. თაღლითობა - ეს ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია. არა მთავარი, მაგრამ შემადგენელი“.

ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება, იქნება მაყურებლისთვის აქტუალური, ცნობილი და ცნობადი.


bottom of page