
ინგმარ ვილკვისტი
ჰელვერის ღამე
დრამა ერთ მოქმედებად
მოქმედი პირები და შემსრულებლები:
კარლა - ირინა მეღვინეთუხუცესი
ჰელვერი- ბექა მეძმარიაშვილი, შ. რუსთაველის სახ. ნაციონალური თეატრის მსახიობი
დამდგმელი რეჟისორი - გიორგი მარგველაშვილი
მხატვარი - შოთა ბაგალიშვილი
პრემიერა შედგა 2022 წლის 18 თებერვალს
***
ინგმარ ვილკვისტის დრამის გმირები (ცნობილი პოლონელი დრამატურგის იაროსლავ სვერჟიჩის ფსევდონიმია) "ჰელვერის ღამე" არიან, ქალბატონი, სახელად კარლა და უნარშეზღუდული ახალგაზრდა ჰელვერი, ცდილობენ ცოცხლები გადარჩნენ ამ "შეშლილ, შეშლილ მსოფლიოში". ამ ღამეს კარლას მოუწევს ხელახლა განიცადოს და შეიგრძნოს არა მხოლოდ თავისი პირადი დრამა, არამედ ტრაგედია იმისა თუ რა ხდება მის გარშემო. გაცხოველებული სასტიკი ბრბო, მუდამ მზად არის გაუმკლავდეს მათ, ვინც ყველას არ ჰგავს - იქნება ეს ადამიანი სხვა ნაციონალობის, სხვა რწმენის, თუ უნარ შეზღუდული ან "წვიმის კაცი". როგორ გადაარჩინოს ჰელვერი ამ სისხლისმსმელი "წმენდისგან"? და კარლა პოულობს გამოსავალს...









