top of page

გიორგი მარგველაშვილი

მთავარი რეჟისორი

მთავარი რეჟისორი

 

დაიბადა 1958 წლის 25 მარტს. 1980 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). დისერტაცია დაიცვა გრიბოედოვის თეატრში. მუშაობდა ტელევიზიაში.

 

2014-2020 წლებში - თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

 

2008 წლიდან - გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი. 2010 წელს დადგა ე. რაძინსკის სპექტაკლი „მოჰკალ მამაკაცი“ ,  2014 წელს – ა.ვამპილოვის „უფროსი ვაჟი“, ნ.გოგოლის „მოთამაშეები“, 2021 წელს – „შეშლილის წერილები ” ნ.გოგოლი. 2022 წელს - „ჰელვერის ღამე“

 

იყო თბილისის მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომლის სცენაზეც დადგა სპექტაკლები: ლ.პირანდელოს „ექვსი პერსონაჟი ავტორის ძიებაში“, ა.ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“, ა. ვ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“  რ. ერისთავი.

bottom of page