
ალა მამონტოვა-ცხადაია
მსახიობი
დაიბადა 1955 წლის 4 იანვარს, ბათუმში.
1979 წელს დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1979 წლიდან მუშაობს გრიბოედოვის თეატრში
როლები:
სონია – ვ. შუკშინის „ენერგიული ხალხი“ (რეჟ. ა. ტოვსტონოგოვი)
ვასილისა – ე. შვარცის „ორი ნეკერჩხალი“ (რეჟ. ნ. იოფე)
გოგონა, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ანგელოზს – ა. არბუზოვის „სასტიკი თამაშები“ (რეჟ. ა. ტოვსტონოგოვი)
ჭორიკანა – მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (რეჟ. გ. ჟორდანია)
უმცროსი და – ა. კოტეტიშვილის „მაღალ გზაზე“ (რეჟ. ლ. ჯაში)
გალია ხორევა – ნ. პავლოვას „ეტლი“ (რეჟ. გ. ჟორდანია და ლ. ჯაში)
ფერია – ე. შვარცის „კონკია“ (რეჟ. ლ.ჯაში)
ბოროტი ფერია – ა. ვოლკოვის „ზურმუხტისფერი ქალაქის ჯადოქარი“ (რეჟ. გ. ჩერქეზიშვილი)
იულინკა – ა.ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე)
მარია ვიშნიაკოვა – მ.ლაშერის „რასპუტინი“ (რეჟ. გ. ქავთარაძე)
ვარია – ა. ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ (რეჟ. გ. ქავთარაძე)
ბეტსი – ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“ (რეჟ. გ. ქავთარაძე)
ექიმის ცოლი – გ. იბსენის „ხალხის მტერი“ (რეჟ. გ. ქავთარაძე)
დედა – ფ. არაბალის „პიკნიკი“ (რეჟ. გ. გოშაძე)
მაგარიტა ივანოვნა – ნ. ერდმანის „თვითმკვლელი“ (რეჟ. დ. მღებრიშვილი)
ზოია – ა. ვოლოდინის „ხუთი საღამო“ (რეჟ. გ. შალუტაშვილი)
კაპიტნის ცოლი – ფ. დოსტოევსკის „თვინიერი“ ( რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
ეპიზოდი ა. ცაგარელის სპექტაკლში „ხანუმა“, გ. ყანჩელის (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)
სემიპლიაროვა – მ. ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)
ბოშა – „საშობაო ზღაპარი“ (რეჟისორი ვ. ნიკოლავა)
მკითხველი – ა. პუშკინის „ზღაპარი სალთან მეფეზე“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)
გეტოს თეატრის მსახიობი – ი. სობოლის „გეტო“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)
ბოშა – „ხოლსტომერი-ცხენის ისტორია", ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
ალუბალი – "ჩიპოლინო" გ. როდარი (რეჟ. გ. თოდაძე)
მერი – "ალისფერი იალქნები" ა. გრინი (რეჟ. ვ. ნიკოლავა)
ფერია– "ალისფერი ყვავილი" ს. აქსაკოვი (რეჟ. ვ. ნიკოლავა)
პელაგია სპირიდონოვნა – "მდგმური"ი. ტურგენევი (რეჟ. ნ. ლორდქიფანიძე)
დედა – "წითელი ძახველი" ვ. შუკშინი (რეჟ. დ. მღებრიშვილი)
მარია ვასილიევნა ვოინიცკაია – "ძია ვანია" ა. ჩეხოვი (რეჟ. ნ. ჩიკვაიძე)
