
ავთანდილ ვარსიმაშვილი
დირექტორი
ავთანდილ ვარსიმაშვილი
თეატრისა და კინოს რეჟისორი. ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დირექტორი. თბილისის თავისუფალი თეატრის მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. კინოსტუდია „ვარს-სტუდიის“ მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი , უნივერსიტეტის სარეჟისორო განყოფილების ხელმძღვანელი.
დაიბადა 1959 წლის 10 ნოემბერს თბილისში. 1981 წელს დაამთავრაშ. რუსთაველის სახელობის, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. (რობერტ სტურუას სახელოსნო). 1980-1992 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი. 1992-1996 წლებში - კავკასიის ტელერადიო კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1996 წელს დააარსა და 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა თეატრალურ სარდაფს. 1999 წლიდან – ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2025 წლის აპრილიდან – დირექტორი).
2001 წლიდან - თბილისის თავისუფალი თეატრის მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
2004 და 2008 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის სამხატვრო ხელმძღვანელი.
დადგა ასამდე სპექტაკლი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (გერმანია, იტალია, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, ფინეთი, უნგრეთი და სხვ.). მან გადაიღო ცხრა მხატვრული ფილმი. ის იყო მხატვრული ფილმის "Baikovy Paradise" (2010) პროდიუსერი.
ღირსების ორდენის, მეგობრობის ორდენის, პუშკინის მედლის კავალერი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. საქართველოს უმაღლესი თეატრალური პრემიის – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატი. თეატრალური ხელოვნების XI საერთაშორისო ფორუმის გრან პრის მფლობელი „ოქროს რაინდი“ სპექტაკლისთვის „ხოლსტომერი.“ცხენის ისტორია“ მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული.