
ანა ნიკოლავა
მსახიობი
დაიბადა 1979 წლის 26 მარტს თბილისში.
2000 წელს დაამთავრა თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2004 წელს დაამთავრა საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.სამსახიობო ფაკულტეტი.
2000 წლიდან - გრიბოედოვის თეატრის მსახიობი.
2014 წლიდან - დასის ხელმძღვანელი.
როლები:
სომეხი ქალი – ა. ცაგარელის „ხანუმა“, გ. ყანჩელი (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)
კატია – ა. ვოლოდინის „ხუთი საღამო“ (რეჟისორი გ. შალუტაშვილი)
თაგვი; მალვინა – „ახალი საშობაო ზღაპარი“ (რეჟისორი ვ. ნიკოლავა)
პრინცესა – „ემელიას ბედნიერება“ (რუსული ხალხური ზღაპრების მიხედვით, რეჟისორი გ. თოდაძე)
მქსოველი – „ზღაპარი სალთან მეფეზე“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)
ახალგაზრდა ნათესავი – „ოსტატი და მარგარიტა“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
კაბარეს მოცეკვავე – „არტურო უის კარიერა“ ბ. ბრეხტის მიხედვით (რეჟისორი ვ. ნიკოლავა)
ალიონუშკა – „ალისფერი ყვავილი“ ს. აქსაკოვის ზღაპრის მიხედვით (რეჟისორი ვ. ნიკოლავა)
სტაფილო – „ჩიპოლინო“ (რეჟისორი გ. თოდაძე)
იულკა – „დოსტოევსკი. ru“ (რეჟისორი ა. ენუქიძე)
მამმილი – „ზამთრის ზღაპარი“ ვ. შექსპირის მიხედვით (რეჟისორი ვ. ნიკოლავა)
მარი – „ხოლსტომერი - ცხენის ისტორია“ ლ. ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
ვარვარა – ა. ოსტროვსკის „ჭექა-ქუხილი“ (რეჟ. ვ. ნიკოლავა)
ანა – ე. შვარცის „კონკია“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი, გ. ჩხაიძე)
ოლია ოკუჯავა – „მე, ბულატ ოკუჯავა“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
ფევრონია პეტროვნა პოშლეპკინა – ნ. გოგოლის „რევიზორი“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
საფრთხობელა– პ. ერშოვის „კუზიანი ცხენი“ (რეჟ. ვ. ნიკოლავა)
ჯადოქრის ქალიშვილი; თეოდორა – „მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში“ (რეჟ. ვ. ნიკოლავა)
ქალი – „ა.ლ.ჟ.ი.რ.ი“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
თაგვი – „ფრთები ნამცეცასთვის“ (რეჟ. ლ. უზუნიანი)
პრინცესა ელზა – „თოვლის დედოფალი“ (რეჟ. ნ. ჩიკვაიძე)
ის (მოთხრობა „რუსია“) – „სიყვარულის ხეივანები“ ი. ბუნინი (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
მქსოველი– „ბედის საჩუქარი“ (რეჟ. ნ. კალატოზი)
კოკას დედა – „არ დაიდარდო!“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
ვაჭარი, სმუროვის ცოლი – „ბუკმეიკერ-ექსპრესი“ ა. პოტიომკინი (რეჟ. ა. ენუქიძე )
მალეფისენტა – „მძინარე მზეთუნახავი“ (რეჟ. ნ. კალატოზი)
თუთიყურში – „მერი პოპინსი“ პ. ტრევერსი (რეჟ. ლ. გვაზავა)
ქალი – ს. ალექსიევიჩის „ჩერნობილის ლოცვა“ (რეჟისორი ნ. ჩიკვაიძე)
