top of page

აპოლონ კუბლაშვილი

მსახიობი

დაიბადა 1981 წლის 20 იანვარს, თბილისში.


დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი.


2006 წლიდან – გრიბოედოვის თეატრის მსახიობი.

2016 წლის მელპომენე ტავრიელის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის“ ჯილდოს მფლობელი (კნიაზი სერპუხოვსკი, სპექტაკლი „ხოლსტომერი, ცხენის ისტორია“).

თეატრის კრიტიკოსთა ეროვნული ასოციაციისა და თანამედროვე თეატრის კვლევების ეროვნული ცენტრის „2015 წლის საუკეთესო მსახიობი კაცის“ ჯილდოს მფლობელი (ხლესტაკოვი, სპექტაკლი „რევიზორი“).


როლები:

ოსტატი – მ. ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი).

ერნესტო რომა – „არტურო უის კარიერა“, ბ. ბრეხტი (რეჟ. ვ. ნიკოლავა)

პოდკოლესინი – „ქორწინება“, ნ. გოგოლი (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)

კიტელი – „გეტო“, გ. სობოლი (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)

მეფე სალტანი – „ზღაპარი სალთან მეფეზე“, ა. პუშკინი (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)

ვირთხების მეფე – „ახალი საშობაო ზღაპარი“ (რეჟ. ვ. ნიკოლავა)

პუშკინი – „სიზმრები საქართველოზე“ ( რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)

სერპუხოვსკოი – „ხოლსტომერი. ცხენის ისტორია“, ლ. ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)

ბუსიგინი – „უფროსი ვაჟი“, ა. ვამპილოვი (რეჟ. გ. მარგველაშვილი)

ივან ალექსანდროვიჩ ხლესტაკოვი – „რევიზორი“, ნ. გოგოლი (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)

უტეშიტელნი – ნ. გოგოლის „მოთამაშეები“ (რეჟ. გ. მარგველაშვილი)

ბაშმაჩკინი – ნ. გოგოლის „შინელი“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)

ლევან ცინცაძე – ა. ვარსიმაშვილის „არ დაიდარდო!“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)

   

საკონტაქტო ინფორმაცია

გრიბოედოვის სახელობის თეატრის მუზეუმი

2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi

Тел.: 032 293 11 06

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო პროფესიული რუსული დრამატული თეატრი

  • Instagram
  • Facebook
bottom of page