
ქრისტინა ბერუაშვილი
მსახიობი
დაიბადა 1990 წლის 20 მარტს თბილისში.
დაამთავრა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (მედია ხელოვნების ფაკულტეტი, სპეციალობა მულტიმედია დიზაინერი).
დაამთავრა შ.რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2018 წლიდან - გრიბოედოვის თეატრის მსახიობი
როლები :
კ.სმედსის „გაყინული სურათები" (რეჟ. ჯ. იუტინენი, ფინეთი)
ბანდერლოგი – რ.კიპლინგის „მაუგლი“ (რეჟ. ვ. ნიკოლავა)
ფიფქია - "ახალი საშობაო ზღაპარი" (რეჟ. ვ.ნიკოლავა)
ცხენი - პ.ერშოვის "კუზიანი კვიცი" (რეჟ. ვ. ნიკოლავა)
ბაყაყი, კოლომბინა და სხვა - "ბურატინო" ა. ტოლსტოი (რეჟ. გ.კიტია)
მქსოველი - "ბედის საჩუქარი" (რეჟ. ნ. კალატოზი)
მეზობელი - "არ დაიდარდო" (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)
დაცვის უფროსი - "ბუკმეიკერ-ექსპრესი" ა. პოტიომკინი (რეჟ. ა. ენუქიძე)