top of page

ნინო კიკაჩეიშვილი

მსახიობი

დაიბადა 1980 წლის 14 მარტს, ქალაქ რუსთავში.


დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.


მუშაობდა ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო მოზარდ-მაყურებელთა თეატრში.

2013 წლიდან არის გრიბოედოვის თეატრის მსახიობი.

2014 წელს მონაწილეობა მიიღო გრიბოედოვის თეატრისა და ერევნის ახალგაზრდული თეატრის ერთობლივ საერთაშორისო პროექტში - სომეხი რეჟისორის, აკობ კაზანჩიანის მიერ დადგმულ სპექტაკლში „მეფე ლირი“ (რეგანის როლში), რომელიც ეძღვნება უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავს.


როლები:

ფერია – ე. შვარცის „კონკია“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)

ლილია ბრიკი – „მაიაკოვსკი“ (ინსცენირება და დადგმა ა. ვარსიმაშვილი)

მარია ანტონოვნა – ნ. გოგოლის „რევიზორი“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)

ქალი – „ა.ლ.ჟ.ი.რ.ი“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)

თოვლის დედოფალი – „თოვლის დედოფალი“ (რეჟისორი ნ. ჩიკვაიძე)

მასხარა– ნ. გოგოლის „შინელი“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)

ის (მოთხრობა „პარიზში“) – „სიყვარულის ხეივანში“ (რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი)

სანტინას დედა, მრეცხავი ფრანჩესკა – „ბედის საჩუქარი“ (რეჟისორი ნ. კალატოზი)

სოფიკო, ბენჟამენის და – „არ დაიდარდო!“ ა. ვარსიმაშვილის (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი)

იადონა – „ჩემი ოცნების თეატრი“ („იადონას თეატრი“) რ. კლდიაშვილის (რეჟ. გ. შალუტაშვილი)

მერი პოპინსი – პ. ტრევერსის „მერი პოპინსი“ (რეჟ. ლ. გვაზავა)

საკონტაქტო ინფორმაცია

გრიბოედოვის სახელობის თეატრის მუზეუმი

2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi

Тел.: 032 293 11 06

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო პროფესიული რუსული დრამატული თეატრი

  • Instagram
  • Facebook
bottom of page