

ალუბლის ბაღი
ალუბლის ბაღი
ა.ჩეხოვის კომედია ერთ მოქმედებად
ეძღვნება გურანდა გაბუნიას ხსოვნას
რეჟისორი – ანდრო ენუქიძე
მხატვარი – მირიან შველიძე
პროდიუსერი - ნიკოლაი სვენტიცკი
მუსიკალური არანჟირება - ელისო ორჯონიკიძე
პერსონაჟები და შემსრულებლები:
ლიუბოვ ანდრეევნა რანევსკაია – ირინა მეღვინეთუხუცესი
ქალი – ნინა კიკაჩეიშვილი
ლეონიდ ანდრეევიჩ გაიევი, რანევსკაიას ძმა – ოლეგ მჭედლიშვილი
ერმოლაი ალექსეევიჩ ლოპახინი – არჩილ ბარათაშვილი
პეტია ტროფიმოვი – ვლადიმერ ნოვოსარდოვი
სიმეონოვ-პიშჩიკი – მიხეილ არჯევანიძე
***
ლიუბოვ ანდრეევნა რანევსკაია, ასაკოვან წლებში, იხსენებს თავის ცხოვრებასა და გამოცდილებას პარიზში. მის წინ მტკივნეული მოგონებების დაუსრულებელი ნაკადია, რომელიც მის სულს კითხვებით ავსებს... უყვარს თუ არა სამშობლო? რატომ გაიყიდა ალუბლის ბაღი? ძვირფასები არიან თუ არა მისთვის საყვარელი ადამიანები? უყვარს თუ არა ვინმე? და, საბოლოოდ, რა დაემართა ფირსს? ის დიალოგს იწყებს გაურკვეველ ქალთან. ვინ არის ეს ქალი - ანია, ვარია, შარლოტა? და რატომ არის ეს დიალოგი დაუსრულებელი?
პიესა შეიქმნა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის „რუსული კლუბის“ მხარდაჭერით.




