

მაუგლი
მაუგლი
მუსიკალური წარმოდგენა ერთ მოქმედებად
კიპლინგის „ჯუნგლების წიგნის“ მიხედვით
სამხატვრო ხელმძღვანელი - ავთანდილ ვარსიმაშვილი
რეჟისორი - ვახტანგ ნიკოლავა
არანჟირება - ლევან მიქელაძე
ქორეოგრაფი - გია მარღანია
რეჟისორის თანაშემწე - მარიამ ფსუტური
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
მაუგლი - ლაშა გურგენიძე
აკელა - გიორგი თურქიაშვილი
რაკშა - კარინა ყენია
შერხანი - ოლეგ მჭედლიშვილი
თაბაკი - მარიამ კიტია
ბალუ - მიხეილ არჯევანიძე
ბაგირა - ინა ვორობიოვა
კაა - სოფიო ლომჯარია
ჩილი - ანა ნიკოლავა
რაფიკი - დიმიტრი სპორიშევი
წითელი ძაღლების მეთაური - ვასილ გაბაშვილი
ბანდერლოგები – ნინა კალატოზი, ქრისტინე ბერუაშვილი, ხატია ბერუაშვილი, ვლადიმერ ნოვოსარდოვი, ნინა ნინიძე, ლუკა ჯიშკარიანი
პრემიერა შედგა 2015 წლის 2 იანვარს.
***
ეს არის ბიჭის, მეტსახელად მაუგლის არაჩვეულებრივი ამბავი. ბავშვობაში იგი დაიკარგა ჯუნგლებში, მგლებმა გადაარჩინეს და თავიანთ ოჯახში მიიღეს.
მაუგლი გაიზარდა და გახდა ძლიერი. მას მეგობრები და მფარველები გამოუჩნდნენ - მგელი აკელა, დათვი ბალუ, პანტერა ბაგირა, გველი კაა. მაგრამ მას მტრებიც ჰყავს- ვეფხვი შერხანი, ტურა თაბაკი, წითელი ძაღლები და ბანდარლოგები. მაუგლი მოუხერხებელი "ბაყაყიდან" მგლების ხროვის მეთაურად იქცა. მისი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, მას ელოდება საფრთხეები, ბრძოლა, დიდი გვალვა, სასიკვდილო შერკინება ვეფხვთან და სიყვარულიც კი ... დაამარცხებს კი იგი თავის მტრებს? დარჩება კი იგი ჯუნგლებში ან დაბრუნდება ადამიანებთან?














