top of page
pexels-pixabay-235985_edited.jpg

ჩერნობილის ლოცვა

სვეტლანა ალექსიევიჩი


ჩერნობილის ლოცვა


წიგნის „ჩერნობილის ლოცვა: მომავლის ქრონიკა“ მიხედვით


დოკუმენტური დრამა ერთ მოქმედებად


რეჟისორი – ნიკა ჩიკვაიძე


მხატვარი – თეო კუხიანიძე


რეჟისორის თანაშემწე – მარიამ ფსუტური


სპექტაკლში მონაწილეობენ:


ინა ვორობიოვა, ნატალია ვორონიუკი, ნანა დარჩიაშვილი, ნინა კალატოზიშვილი, კარინა ყენია, ანა ნიკოლავა


პრემიერა შედგა – 2024 წლის 19 აპრილი


„ორი კატასტროფა დაემთხვა ერთმანეთს: კოსმიური – ჩერნობილი და სოციალური: უზარმაზარი სოციალისტური კონტინენტის ჩაძირვა. ამ მეორე კატასტროფამ კოსმიური კატასტროფა დაჩრდილა, რადგან ის ჩვენთვის უფრო ახლო და გასაგებია. ჩერნობილში მომხდარი ტრაგედია პირველი შემთხვევაა დედამიწაზე და ჩვენ ვართ პირველი ადამიანები, ვინც ამას გადაურჩა.“

ს. ალექსიევიჩი


გრიბოედოვის თეატრში დადგმული „ჩერნობილის ლოცვა“ ტრაგიკული თხრობაა იმის შესახებ, თუ როგორი „უძლურია პატარა სიცოცხლე დიდ დროში“. პიესის შემქმნელები, წიგნის ავტორის მსგავსად, ყურადღებით უსმენენ კატასტროფის მონაწილეებსა და თვითმხილველებს: მეხანძრეებს, ლიკვიდატორებს, ექიმებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს. მათი ისტორიები, რომლებიც წიგნში და სცენაზეა წარმოდგენილი, ჩერნობილის ტრაგედიის მიზეზების გაგებისა და მისი შედეგების - როგორც ადამიანურის, ასევე სოციალურის - გააზრების მცდელობაა.


საკონტაქტო ინფორმაცია

გრიბოედოვის სახელობის თეატრის მუზეუმი

2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi

Тел.: 032 293 11 06

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო პროფესიული რუსული დრამატული თეატრი

  • Instagram
  • Facebook
bottom of page